დღეს, მხოლოდ თბილისში, 50-მდე მაღაზიაა, რომლებშიც ცივი იარაღი, მათ შორის დანა, კასტეტი, ელექტრო შოკი, ხელკეტი და სხვა თავისუფლად იყიდება. გაყიდვის ობიექტების დიდი ნაწილი სკოლებთან ახლოს მდებარეობს. კანონით არასწრულწლოვანისთვის ცივი იარაღის მიყიდვა აკრძალულია, თუმცა, კანონი არ სრულდება. მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში, თბილისის სკოლებიდან 540 ბასრი საგანია ამოღებული.
თბილისის მასშტაბით, დღის განმავლობაში, ქუჩაში 300-მდე დანა და სხვა ცივი იარაღი იყიდება და მათი მყიდველების დიდი ნაწილი არასრულწლოვნები არიან. ეს სწორედ ის დანებია, რომლებითაც შემდეგ ის გახმაურებული დანაშაულები ხდება, რომლებსაც სხვადასხვა მედია საშუალებით ასე ხშირად ვისმენთ. თითქოს, ამ მოცემულობას ჩვენ უკვე როგორც ჩვეულებრიობას ისე ვიღებთ.
პროექტით „მოგისმენიათ, როგორ ჟღერს გულგრილობა?“ კრეატიული სააგენტო „watergunz” საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, რომ პეტიციაზე ხელის მოწერით არსებული მდგომარეობა შეიცვალოს: აღსრულდეს კანონი, გამკაცრდეს ცივი იარაღის გაყიდვის პროცედურა და მისი შეძენა მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში გახდეს შესაძლებელი.
პეტიციაზე ხელის მოწერა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე: https://manifest.ge/main/item/2510
Credits:
Advertising Agency - watergunz
Production Company - Enkeny Films
Creative Director - Bacho Meburishvili
Senior Art Director - Matassi Sulakauri
Sound/Music Composer - Tornike Karchkhadze
Electronic Specialist - Mamuka Apakidze
Creative Team - Niko Ksnelashvili, Toy Rua Toidze, Zura Jijiashvili, Vano Kuparadze
Strategists - Mariam Mikelashvili, Elene Gugushvili
Graphic Designer - Baia Lomsadze
CG Artist - Akaki Kapanadze
Project Managers - Tatia Jikia, Nini Dvalishvili
Digital Media Strategist - Sophie Popiashvili
Director - Dato Borchkhadze
DoP - Omar Gelashvili
Producer - Sopho Orjonikidze
Decoration - Jimsher Berdzenishvili, Giorgi Kavelashvili, Gia Aprasidze, Dato Omanashvili, Erekle Gordeladze, Kino Fabrika
Light & Camera Equipment - JagaGrip
Focus Puller - Dito Dekanosidze
Dolly - Goga Chanturia
Gaffer - Vazha Aprasidze
Lighting - Misha Saganelidze, Leri Kapanadze, Robert Arakelian
Production Sound Mixer - Bacho Gvetadze
Sound Assistant - Nika Kokhreidze
Production Designer - Dato Chkoidze
Production Designer Assistant - Zaza Gogorishvili
SFX - Soso Gvasalia, Dato Gvasalia
Special thanks to: Georgian Film, JagaGrip, Kino Fabrika, Giorgi Shvelidze, Paata Godziashvili, Nino Tsitlauri, Sandro Nikolaishvili, Sopho Vasadze